სუვოროვის ორდენი
ვიკიპედიიდან
სუვოროვის ორდენი (რუს. Орден Суворова), სამხედრო ორდენი, რომელიც დაწესდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1942 წლის 29 ივლისის ბრძანებულებით. აჯილდოებენ მარშლებს, გენერლებსა და ოფიცრებს სანიმუშოდ ჩატარებული ბრძოლისა და ოპერაციებისათვის, რომელთა შედეგადაც მიღწეულია გამარჯვება. ორდენი 3 ხარისხისაა. ორდენის ნიშანი ხუთქიმიანი ვარსკვლავია. I ხარისხის სუვოროვის ორდენი დამზადებულია პლატინისაგან, II - ოქროსაგან, III კი - ვერცხლისაგან. ატარებენ მკერდის მარკჯვენა მხარეს.
I ხარისხი | II ხარისხი | IIII ხარისხი |
---|---|---|
მუარის ლენტა | ||