რომაელ-გერმანელთა მეფე
ვიკიპედიიდან
რომაელ-გერმანელთა მეფე (გერმ.: Römisch-deutscher König) - თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ამ ტიტულით მოიხსენებიან გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერიის მბრძანებლები, რომლებიც ამ ტიტულს ატარებდნენ მეფედ არჩევის დღიდან იმპერატორის გვირგვინის დადგმამდე. სალიური დინასტიიდან მოყოლებული ტიტული შემდეგნაირად ჟღერდა: "რომაელთა მეფე" (ლათ.:Rex Romanorum, გერმ.:Römischer König, König der Römer) ამ თანამედროვე ისტორიული ტერმინის დანიშნულებაა დეტერმინირება გააკეთოს ძველი რომის მეფეებს, შუა საუკუნეების წმინდა რომის იმპერიის მბრძანებლებს და 1871 წელს დაარსებული გერმანიის იმპერიის იმპერატორებს შორის.
ტიტული "რექს რომანორუმ" ("რომაელღა მეფე") ოტონების დროიდან გვხვდება. სალიური დინასტიის მეფეები მას ინტენსიურად და გამიზნულად იყენებენ ძველი "რექს ტეუტონიკორუმის" ("გერმანელთა მეფე") საპირისპიროდ, რითაც ხაზს უსვამდნენ თავიანთ პრეტენზიას იმპერატორის ტიტულის მოპოვებისათვის ბრძოლაში. რომის პაპებთან ინვესტიტურისათვის ბრძოლის დროს სალიური დინასტიის მბრძანებლები ამ ტიტულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან იგი მათ უფლებას აძლევდა პრეტენზია განეცხადებინათ საეკლესიო საქმეებში ჩარევაზე.