ოპერაცია ეპსილონი
ვიკიპედიიდან
ოპერაცია ეპსილონი იყო კოდური სახელწოდება პროგრამისა, რომელშიც მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის დააკავეს 10 გერმანელი მეცნიერი, რომლებიც მათი მოსაზრებით ნაცისტური გერმანიის ატომური შეიარაღების პროგრამაზე მუშაობდნენ. პროგრამის ცენტრი მდებარეობდა ფარმ-ჰოლთან, მოსასმენი მოწყობილობებით აღჭურვილ შენობაში გოდმანჩესტერში, ინგლისი (კემბრიჯთან), 1945 წლის 1 მაისიდან დეკემბრამდე. პროგრამის მიზანი იყო გამოემჟღავნებინათ თუ რამდენად ახლოს იყვნენ გერმანელები ატომური ბომბის შექმნასთან, მათი საუბრების მოსმენით.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |