კუბის კრიზისი
ვიკიპედიიდან
1962 წლის კუბის კრიზისი საზოგადოდ ცივი ომის და გამალებული შეიარაღების ისტორიის დაძაბულობის პიკს და ამავდროულად გარდატეხის წერტილს ეწოდება. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როცა ორივე სუპერსახელმწიფო - აშშ და სსრკ ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს არ ყოფილა.