კროსვორდი
ვიკიპედიიდან
კროსვორდი სიტყვათა თავსატეხის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. თანამედროვე კროსვორდები ჩვეულებრივ მართკუთხა ჯვარედინი შავ-თეთრი კვადრატებისგან შედგება; თავსატეხის მიზანია თეთრი კვადრატების ასოებით შევსება ისე, რომ მათ სიტყვები (ან ფრაზები) შექმნან შვეულად ან თარაზულად, დამხმარე წინადადებების მეშვეობით, რომლებიც ამ სიყვებზე მიგვანიშნებენ. შავ კვადრატებს ასოები არ შეესაბამება და ისინი სიტყვათა განცალკევებისთვის გამოიყენება (ერთმანეთის მიყოლებით მდგომი თეთრი კვადრატების ბლოკი შეესაბამება სიტყვებს ან ფრაზებს). კვადრატები, რომელშიც პასუხი უნდა დაიწყოს დანომრილია, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვევით. ხოლო მინიშნება (დახმარება) კი ამ რიცხვებზე და ასევე მიმართულებაზე (შვეულად თუ თარაზულად) მიუთითებს.
კროსვორდების შექმნას ხშირად კრუცივერბალიზმს უწოდებენ, ხოლო მათ შემქმნელებს კი კრუცივერბალისტებს.
[რედაქტირება] კროსვორდთა ტიპები
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |