კაზანი, ელია
ვიკიპედიიდან
ელია კაზანი (ბერძნ. Ελία Καζάν), (7 სექტემბერი, 1909 – 28 სექტემბერი, 2003) ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინო და თეატრალური რეჟისორი და პროდიუსერი.
დაიბადა სახ. ელია კაზანოღლუ სტამბულში 1909 წელს ბერძნულ ოჯახში. სწავლობდა იელის უნივერსიტეტის დრამატურგიის სკოლაში. მისი თეატრალური შემოქმედება მოიცავს დადგმებს ტენესი უილიამსის ორი უმნიშვნელოვანესი პიესისა ”შუშის სამხეცე” ("The Glass Menagerie", 1944) და "ტრამვაი სახელად ”სურვილი”", (”A Streetcar Named Desire”, 1951), ასევე ართურ მილერის "All My Sons" (ჩემი ვაჟები, 1947) და "კომივოიაჟერის სიკვდილი" (”Death of a Salesman”, 1949)
მისი კინო კარიერაც ასევე წარმატებული გამოდგა. მიღებული აქვს კინოაკადემიის ორი ჯილდო (ოსკარი) საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმებში "ჯენტლმენის თანხმობა" (”Gentleman's Agreement”, 1947) და "წყლის პირას" (”On the Waterfront”, 1954). მისი დამსახურებაა განუმეორებელი საშემსრულებლო ნიჭის წარმოჩენა, ისეთი მსახიობებისა, როგორებიცაა მარლონ ბრანდო, ოსკარის მფლობელი ვივიენ ლი, კარლ მალდენი და, ირონიულად, კიმ ჰანტერი (რომელიც მოგვიანებით მის შავ სიაში მოხვდა) ტენესი უილიამსის "ტრამვაი სახელად ”სურვილი”"-ს კინოვერსიაში, ჯეიმს დინი და ჯო ვან ფლიტი ფილმში "ედემის აღმოსავლეთით" (East of Eden, ჯონ სტაინბეკის რომანის მიხედვით), და ენდი გრიფიტი ფილმში "სახე ბრბოში" (A Face in the Crowd).
მისი გვიანდელი კარიერა შედარებით დაიბურა, ძირითადად იმ ფაქტის გამო, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან ჰოლივუდში, რომელთაც "დასმენა" დაიწყეს "თემთა პალატის არა-ამერიკულ საქმიანობათა კომიტეტში" (HUAC) ომისშემდგომი "წითელი საფრთხის" პერიოდში. სხვა ცნობილი ჰოლივუდელები, რომლებიც "სახელებს ასახელებდნენ" იყვნენ ჯერომ რობინსი, სტერლინგ ჰეიდენი, ბარლ ივსი და ლელა როჯერსი (ჯინჯერის დედა).
კაზანი ახალგაზრდობაში მცირე ხნით კომუნისტური პარტიის წევრი იყო, 1930-იან წლებში რადიკალური თეატრის დასის წევრად მუშაობისას. თუმცა პარტიის ფუნქციონერთა მიერ მისი თეატრალური ჯგუფის არტისტულ გადაწყვეტილებებში ჩარევი გამო პირადად შეურაცხყოფილი იყო და მალევე დაანება თავი. როგორც კაზანი მოგვიანებით ხსნიდა, ის თვლიდა, რომ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში და მის საკუთარ ლიბერალურ რწმენებთან შეთანხმებით "ჰუაკ"-ის ანტი-კომუნისტურ ღონისძიებებთან თანამშრომლობა სასურველი იყო რათა ჰოლივუდში კომუნისტთა მომძლავრებას ბოლო მოღებოდა. ამერიკელი დრამატურგები ლილიან ჰელმანი და ართურ მილერი სახალხოდ და მწვავედ წინ აღუდგნენ კაზანის ამგვარ არგუმენტაციას.
ერთ-ერთი პირთაგანი, რომელიც კაზანმა "დაასმინა" იყო მსახიობი ჯონ გარფილდი, ვისთანაც ერთად "ჯგუფის თეატრის" დასში მუშაობდა. გარფილდზე ჰუაკმა ინტენსიური გამოძიება ჩაატარა, თუმცა მასზე ვერანაირი მაკომპრომეტირებელი მტკიცება კომუნისტურ პარტიაში წევრობაზე ვერ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, გარფილდი მყისვე ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა, რამაც ბოლო მოუღო მის სამსახიობო კარიერას, და მომდევნო წელს 39 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
1999 წელს კაზანმა საპატიო ოსკარი მიიღო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. მას სცენაზე თან ახლდნენ მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო, რომლებმაც იქ შეკრებილი აუდიენცია ხუმრობით გააფრთხილეს წესიერად მოქცეულიყვნენ. თავად რობერტ დე ნირომ მონაწილეობა მიიღო ფილმში ჰოლივუდის წითელ საფრთხესთან დაკავშირებით. ჰოლივუდში მრავალი თვლიდა, რომ უკვე საკმაოდ დრო იყო გასული კაზანი დამსმენი წარსულის დასამარხავად, თუმცა კინოაკადემიის ამგვარმა გადაწყვეტილებამ დიდი წინააღმდეგობრივი რეზონანსი გამოიწვია. 1999 წლის ოსკართა ცერემონიის რეპორტაჟის თანახმად კაზანს ჯილდოს გადაცემისას დარბაზის სამი მეოთხედი ამდგარი ოვაციით შეხვდა, თუმცა კამერამ დააფიქსირა, რომ ნიკ ნოლტი, ემი მედიგანი და ჰოლი ჰანტერი ხელზე დაყრდნობილი ისხდნენ პროტესტის ნიშნად. სხვები, მათ შორის სტივენ სპილბერგი და შერი ლენსინგი მოკრძალებით ტაშს უკრავდნენ, თუმცა ზეზე არ წამომდგარან.
ელია კაზანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- The Last Tycoon
- The Visitors
- The Arrangement
- America, America
- Splendor in the Grass
- Wild River
- A Face in the Crowd
- Baby Doll
- East of Eden
- On the Waterfront
- Man on a Tightrope
- A Streetcar Named Desire
- Panic in the Streets
- Pinky
- Gentleman's Agreement
- Boomerang!
- The Sea of Grass
- A Tree Grows In Brooklyn
- Viva Zapata!