თორღვა პანკელი
ვიკიპედიიდან
თორღვა პანკელი, ქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII საუკუნის 40-იან წლებში, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე.
დავით VII ულუმ ბათო ყაენის ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თორღვა პანკელს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა.
რაკი დავითს შეაგვიანდა, თორღვა პანკელს ეგონა, აღარ დაბრუნდებაო, განდგა და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით VII-ის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თორღვა პანკელმა ვერ გაბედა მეფესთან მისვლს. ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუთქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარიდან გააგდეს.