Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ვიკიპედია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ვიკიპედიიდან

ამ სტატიას სჭირდება ვიკიფიკაცია.
გთხოვთ გააუმჯობესოთ იგი სტილის სახელმძღვანელოს მიხედვით.
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.


ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უახლესი ინფორმაცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობის შესახებ, პარტიის ვრცელი ისტორია, პოლიტიკური პლატფორმა, ედპ-ისა და სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტების მიერ მიერ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული კონცეფცია იხილეთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფოციალურ ვებ-გვერდზე: [1]


1905 წ. - ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პარტიის პირველი პროგრამა;

1917 წ. - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფოციალური დაფუძნება;

1981 წ. - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა იატაკქვეშეთში;

1992 წ. - პარტიის ოფიციალური რეგისტრაცია.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორია

1905 წელს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იკვეთება პოლიტიკური ჯგუფი, რომელთა ფორმირება "ეროვნულ-დემოკრატების" სახელით თერგდალეულთა მამამთავარს ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. ამავე წელს, მისივე თაოსნობით, შედგა და ბეჭდურად გამოიცა მომავალი ორგანიზაციის პროგრამაც. აღსანიშნავია, რომ პირველი თავყრილობა, მომავალი პარტიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, საადგილმამულო ბანკის შენობაში გაიმართა, რომელსაც 80-მდე ადამიანი ესწრებოდა.

პროგრამა დაიბეჭდა ათი ათას ცალად პავლე თუმანიშვილის ფინანსური დახმარებით" (ივანე ზურაბიშვილის ბიოგრაფთა გადმოცემიდან, კიტა აბაშიძის მიერ წარმოდგენილი დებულება). იმ დროისათვის, ილიას პოლიტიკურ თანამოაზრეთა წრეს განეკუთვნებოდნენ თავად ილიას დის შვილი ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი გენერალი კონსტანტინე (კოხტა) აბხაზი, ივანე ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძე.

ალექსანდრე ასათიანი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ "დიდი ილია იმუშავებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამას და თავის ლაშქარს დიდი ეროვნული პარტიის შექმნისკენ მოუწოდებს... მისი სახელოვანი დასი იყო ჩვენი დარაზმულობის სულისჩამდგმელი და აზრის მიმცემი".

1907 წელს ილიას მკვლელობამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის იდეის განხორციელება შეაფერხა. ამ პერიოდისთვის ნელ-ნელა ყალიბდებოდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფები და ორგანიზციები. ერთ-ერთი მათგანი იყო კავკასიაში 1908 წელს დაფუძნებული ეროვნულ-დემოკრატების ჯგუფი, სადაც ძირითად ბირთვს შეადგენდნენ ცნობილი მრეწველ-მეწარმეები: იოსებ დადიანი, ძმები ზუბალაშვილები, აკაკი ხოშტარია და სხვ. მათივე ფინანსური შემწეობით ადგილებზე გახსნილი იყო ქართული სკოლები, ბიბლიოთეკა, ქართული თეატრალური დასი და სხვ. ეროვნულ-დემოკრატებმა თავიანთი იდეოლოგიის პროპაგანდა ჟურნალ-გაზეთების გამოცემით დაიწყეს. ეს იყო 1909 წელს დაარსებული ჟურნალი "ერი", 1912 წელს გამოიცა ჟურნალი "კლდე". ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ეროვნულ-დემოკრატიული ჯგუფი ქუთაისში, რომელიც 1912 წლის ოქტომბრიდან გაზეთ "იმერეთს", ხოლო 1915 წლიდან გაზეთ "სამშობლოს" გამოსცემდა.

სპირიდონ კედია, რომელიც ამ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ ენერგიულად ერთვება საქართველოში ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენისათვის წარმოებულ პროცესებში და რომელიც იმ პერიოდისათვის დასავლური განათლებით აღჭურვილ თაობას განეკუთვნებოდა (მან განათლება სორბონაში მიიღო), თანამოაზრეებს მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებდა. ადგილობრივი რგოლები ჩამოყალიბდა საქართველოს ყველა კუთხეში: ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ახალქალაქში, ჭიათურაში, ზესტაფონში, სიღნაღში, თელავში, ბათუმსა და სოხუმში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის კომიტეტში რამდენიმე აფხაზიც შედიოდა. ეროვნულ-დემოკრატებს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ახალგაზრდობისგან, განსაკუთრებით სტუდენტებისა და უფროსკლასელი მოსწავლეებისაგან.

ეროვნულ-დემოკრატებს მატერიალურ დახმარებას უწევდნენ საქმიანი წრეების წარმომადგენლები, უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდათ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან - ეპისკოპოსმა კირიონ მეორემ მცირედი სახის შემოწირულობაც კი შეიტანა პარტიისათვის.

ეროვნულ-დემოკრატების პირველი დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 1917 წლის 4-10 ივნისის. იმ პერიოდის ქართველი ჟურნალისტი ასე ახასიათებს ეროვნულ-დემოკრატთა ირგვლივ შემოკრებილ საზოგადოებას: "თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყრილობაზე წარმოდგენლია მთლიანი საქართველო! ეს არ არის წოდებრივი ან ვიწრო კლასობრივი, მით უმეტეს, ეს არ არის ვიწრო პროვინციული წარმომადგენლობა. აქ პირქუში ხევსურები მოძრავ იმერლების გვერდით სხედან და დინჯი აჭარლები მხარს უმშვენებენ ფხიზელ ქიზიყელებს. მართლმადიდებლები და მაჰმადიანები, კათოლიკები და ისრაელები ხელიხელ ჩაკიდებულნი მოდიან და იდეა, რომელიც მათ აერთიანებთ, არის იდეა თავისუფალი საქართველოსი" ("საქართველო", 1917წ. #120). "პარტიის წევრთა შორის ყველა ფენამ მოიყარა თავი. აქ შეხვდებოდით ძირძველ თავადს და ახალფეხადგმულ მეწარმეს, აზნაურსა და შეძლებულ მეურნეს, მსხვილ ბანკირსა და წვრილ ვაჭარს, ცნობილ სწავლულსა და უბრალო გლეხკაცს, მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული მსოფლმხედველობა მაინც უფრო გასაგები და მისაღები ქართველი ინტელიგენციის წრეებისთვის აღმოჩნდა, რომელთა რიცხობრივი უპირატესობა პარტიაში ყოველთვის საგრძნობი იყო" (ო. ჯანელიძე, "სპირიდონ კედია", 2002წ.).ეროვნულ-დემოკრატთა დამფუძნებელთა შორის იდგა თერგდალეულთა უკანასკნელი წარმომადგენელი - ნიკო ნიკოლაძე, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარედ იქნა დასახელებული. ეროვნულ-დემოკრატთა რიგებს ავსებდნენ ქართული საზოგადოებრივ-პილიტიკური თუ ლიტერატურული წრეების ბრწყინვალე წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა ამირეჯიბი, შემდგომში ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატი მიხეილ ქავთარაძე, ლევან გოთუა და სხვები. პარტიის ხელმძღვანელობაში არჩეულ იქნენ: ალექსანდრე ასათიანი, რეზო გაბაშვილი, გიორგი გვაზავა, გიორგი გორდეზიანი, დათა ვაჩნაძე, რაფიელ ინგილო, სპირიდონ კედია, იოსებ მაჭავარიანი, გიორგი ჟურული, იროდიონ სონღულაშვილი, შალვა ტატიშვილი, შალვა ქარუმიძე, გერონტი ქიქოძე და სანდრო შანშიაშვილი. მთავარმა კომიტეტმა, თავის მხრივ, აირჩია პრეზიდიუმი. ხოლო ილიას ამ უდიდესი პოლიტიკური მემკვიდრეობის წინამძღოლობა წილად ხვდა იმ პერიოდის ქართული მოაზროვნე საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენელს - სპირიდონ კედიას. ეროვნულ-დემოკრატებმა საუკუნოვან მიზნად დაისახეს, რომ "ჩვენ ისეთი დროშა უნდა ავაფრიალოთ, რომელიც უზენაეს იდეალამდე მიგვიყვანს... დღეს აქ აღიმართა ეროვნულ-დემოკრატიული დროშა, მაგრამ ვეკრძალოთ კი, რომ დროშა იგი არ დაგვახრევინონ". ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოში პირველად გაირღვა სოციალისტური წყვდიადი და ჩამოყალიბდა პირველი მემარჯვენე ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

ეროვნულ-დემოკრატებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გასული საუკუნიდან მოყოლებული, პოლიტიკურ ასპარეზზე ეროვნულ-დემოკრატებმა ერთ-ერთმა პირველებმა შემოიტანეს როგორც ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენის იდეა, ასევე ქართული ეკლესიისადმი, მართლმადიდებლური ღირებულებებისადმი პატივისცემა. ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურულ-ტრადიციული ფასეულობების დაცვა-შენარჩუნებისა და მეორე მხრივ, ქართული სახელმწიფოებრიობის კვლავ ჩამოყალიბების თვალსაზრისით გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ზოგადად, ეკლესიის როლის გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეროვნულ-დემოკრატებმა სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინეს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენაში. 1917 წელს სწორედ ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის რაზმი იცავდა მიტროპოლიტ ლეონიდეს ეგზარხოსის სასახლეში. "სარწმუნოება ის სულიერი ბურჯია, რომელიც მრავალსაუკუნეთა სიგრძეზე ქართველის ბუნებას შემტკიცებია და სიცოცხლის აზრად გახდომია. ნუთუ ეკლესია, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ერის მთელ სულიერ-რელიგიურ სამყაროს ფლობდა, დღეს იმად არ ღირს, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული დოქტრინის პატარა ღმერთი ჩავაჩუმოთ და მიუძღვნათ მას მაღალი შეგნება უზადო, უანგარო ეროვნული მოვალეობისა" (სპირიდონ კედია, საქართველოს ეკლესიის გულისათვის, "საქართველო", 1916 წ. 31 მარტი). კიდევ ერთი აუცილებლობა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე იყო ქართული ეროვნული საგანმანათლებლო კერების შექმნა, სადაც გაცოცხლდებოდა ეროვნული კულტურა, ისტორიოგრაფია და რაც მთავარია, საფუძველი ჩაეყრებოდა ქართული მეცნიერების განვითარებას. მრავალ წარჩინებულ ქართველთა შორის იყვნენ ეროვნულ-დემოკრატები, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს 1918 წლის 8 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის გახსნის საქმეში.

ეროვნულ-დემოკრატები აქტიურად მოღვაწეობდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების მუშაობაში. მათ დამფუძნებელი კრების არჩევნებში, 1919-1921 წლებში, გაიყვანეს 8 დეპუტატი და საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმჟამინდელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მაინც მარქსისტული იდეებით აღჭურვილ სოციალ-დემოკრატიას დაუჭირა მხარი და უმცირესობაში აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახით.

ეროვნულ-დემოკრატები იმთავითვე აფრთხილებდნენ საქართველოს მთავრობას ბოლშევიკების შესაძლო აგრესიის შესახებ, მიუთითებდნენ საზღვრების გაკონტროლებაზე და კონსტრუქციულ ქმედებებზე. ერთიანი ეროვნული ძალისხმევისათვის ეროვნულ-დემოკრატებმა 1921 წლის იანვარში (ჯერ კიდევ საქართველოს ანექსიამდე), თბილისის უნივერსიტეტში შექმნეს ერთიანი დემოკრატიული ფრონტი, მოიწვიეს ყრილობა და მის თავმჯდომარედ სპირიდონ კედია აირჩიეს. დემოკრატიულ ფრონტში ერთიანდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მის რიგებში შევიდა დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი, რომელიც იმთავითვე იზიარებდა ეროვნულ-დემოკრატთა პოლიტიკურ კურსს და აქტიურად ნერგავდა სტუდენტ-ახალგაზრდებში ეროვნულ სულისკვეთებას.

თუმცა სოციალ-დემოკრატების მხრიდან რუსეთის აგრესიის მიმართ ლოიალურმა დამოკიდებულებამ საქართველოს საუკუნეებით ნანატრი თავისუფლება მაინც დააკარგვინა.

ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით იწყება მზადება 1924 წლის აჯანყებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატები წეს-წყობილების ძალით დამხობის მომხრენი არასოდეს ყოფილან, და როგორც ილიას იდეური მემკვიდრეები, საზოგადოების ევოლუციური განვითარების გზას მიჰყვებოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ აჯანყებაში მონაწილეობა არ ყოფილა რევანშის წყურვილი, არამედ ეს იყო შელახული ღირსების, სამშობლოს ყოფნა-არყოფნის სურვილით აღმართული საბრძოლო დროშა. 1924 წლის აჯანყებაში მრავალი ეროვნულ-დემოკრატი გმირულად იბრძოდა: კონსტანტინე აბხაზი, ბიძინა პირველი, ხუხუ ხოფერია, დავით მხეიძე, დავით გაბუნია, სოლომონ ზალდასტანიშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი, შეფიცულთა რაზმის მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეროვნულ-დემოკრატთა ერთგული მეგობარად დარჩა.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ პარტიის ნაწილი ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ზოგმა კი თავი უცხოეთს შეაფარა.

XX საუკუნის 80-იანი წლების ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფარულად, მაგრამ საკმაოდ აქტიურად, თავი იჩინა ეროვნული თავისუფლებისაკენ მოწოდებამ. ამ დროისათვის თანდათან იკვეთებოდა ფარული პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებსაც სათავეში, საბჭოეთის ექსპერიმენტის პირობებში, დისიდენტობაში კარგად გამობრძმედილი ლიდერები ედგნენ.

"ჩვენ არ დავერიდებით არავის და არაფერს საქართველოს გადასარჩენად, რამეთუ ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დგას" - ეს სიტყვები გიორგი ჭანტურიას, ეროვნულ-დემოკრატთა კიდევ ერთ შთამომავალს ეკუთვნის, რომელმაც 1981 წელს 8 თებერვალს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს იატაკქვეშეთში აღადგინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. გია ჭანტურიას ეროვნულ-დემოკრატიული თაობა მხოლოდ ქუჩის დისიდენტობით არ მოსულა პოლიტიკურ ცხოვრებაში; თავდაპირველად, მათი საერთო თავყრილობის ადგილი სიონის ეკლესიის ეზო იყო; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გია ჭანტურია და მისი თანამოაზრეები საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II პირველი ქართველი სტიქაროსნები იყვნენ. აი, აქ შედგა მათი პირველი ზნეობრივი და შემდგომ პოლიტიკური ფორმირება.

გიორგი ჭანტურიამ თავისი პოლიტიკური საქმიანობა რუსთაველის მოედანზე გამართულ მიტინგებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. პარტიის აღდგენიდან ორი წლის შემდეგ, 1983 წელს, ეროვნულ-დემოკრატები ავრცელებენ ანტისაბჭოურ პროკლამაციებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, სოხუმი). ამავე წელს ჭანტურიას ინიციატივით მოეწყო გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები, რის გამოც იგი დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს (პატიმრობის წლებს ხშირად ე.წ. "ბურში" ატარებდა, რომელიც სპეციალური ადგილსამყოფელი "ურჩი" პოლიტ-პატიმრებისთვის), ამის შემდგომ, 1987 წელს მოხდა ეროვნულ-დემოკრატების პირველი ლეგალური გამოსვლა რუსთაველის გამზირზე.

ეროვნულ-დემოკრატები პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობითაც, გამოდიოდა ჟურნალი "მოამბე", გაზეთი "ქართული ქრონიკა" და სხვა. 1988 წელს ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით მოეწყო ნოემბრის ცნობილი მრავალათასიანი აქცია და ეს იყო ეროვნულ-დემოკრატების სერიოზული განაცხადი, სადაც გიორგი ჭანტურიამ პირველმა წამოაყენა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. მსგავსი პოლიტიკური მოქმედებანი საზოგადოების რიგ წარმომადგენლებს მიუღებლად და ნაჩქარევადაც ეჩვენებოდათ, თუმცა ამ გზაზე სხვა მიმართულება მათ არავისთვის უჩვენებიათ. "ნუთუ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა არის პატიოსანი ქართველისთვის მიუღებელი? ან დემოკრატია არის ჩვენთვის ნაადრევი? არა მგონია, იქნებ ამ მიზნისაკენ არასწორი გზით მივდივართ? ფაქტი ისაა, რომ გზა თვინიერ ჩვენ გზისა, უბრალოდ არ არსებობს. ამას ვაცხადებ არა იმ მიზეზის გამო, რომ ეს ჩვენი გზაა, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა ადამიანთა გამოცდილების, პროფესიული პოლიტიკური მოღვაწეობისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგია. ეს გზა ტანჯვით არის ნაშობი თითოეული ჩვენგანის სულში და ყველას მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, თუ რასა ვიქმთ, რა გზას ვადგავართ, როგორ ვიბრძვით და საით მივდივართ!" (გ. ჭანტურია). ეროვნული მოძრაობის ტალღა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ქართველი ხალხის გმირულ შემართებას რუსულმა პოლიტიკამ 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი მიტინგის დარბევით და სისხლისღვრით უპასუხა.

საქართველოში თანდათან მძაფრდებოდა ეთნოკონფლიქტების გაღვივების საფრთხე სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. 1989 წლის მიწურულს, როდესაც დაიწყო პოლიტიკური ისტერია სამაჩაბლოში შესვლის თაობაზე, ეროვნულ-დემოკრატები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან ეს იყო რუსეთის მიერ ინსპირირებული და წლების მანძილზე კარგად შემზადებული სცენარი; ამავდროულად, ეს გეგმა ითვალისწინებდა დედაქალაქში აზვირთებული ეროვნული მოძრაობის შენელებას, გამიზნულად ყურადღების გადატანას ქვეყნის ცხელ წერტილებზე, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობას და იწვევდა იმპერიისათვის სასურველი პროცესების გაღვივებას. ფაქტია, რომ ედპ-ის მიერ კატეგორიული წინააღმდეგობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შესვლაზე, თუნდაც მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების მოტივით, უკვე მოგვიანებით, აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა - სამწუხაროდ, საქართველო და მისი ხელისუფლება მართლაც ჩაება იმ პროვოკაციულ ომში, რაც დიდი ხნის დაგეგმილი იყო, როგორც საქართველოში, ისე მთელს კავკასიაში. გიორგი ჭანტურია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "იქ თუ დაიღვარა ერთი ადამიანის სისხლი მაინც, ეს ყველაფერი დიდ ომში გადაიზრდება, რისი დარეგულირებაც ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს კავკასიის ხალხებთან. მწარე მაგალითი წინ გვიდევს - ყარაბახი, ეს უკვე სისხლიანი ომია. მართალია, ყველა ომი ზავითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როცა ორივე მხარე კონდიციამდეა მისული. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარე სამშვიდობო ინიციატივით უნდა გამოვიდეს, მაგრამ ამას საჭიროა ზურგი გაუმაგროს კბილებამდე შეიარაღებულმა არმიამ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იარაღის ძალით დაიცავს" . ანალოგიური პრობლემის წინაშე დავდექით აფხაზეთთან მიმართებაში, სადაც კიდევ უფრო მწვავე სიტუაცია იყო შექმნილი. ფაქტი ერთია, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებას თან ერთვოდა ეთნოკონფლიქტური კერების ხელოვნური გამოღვიძება. ეროვნულ-დემოკრატები სწორედ მოსალოდნელი ხელოვნური ომების თავიდან აცილების მიზნით ეწინააღმდეგებოდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაწყებულ პროცესებზე ყურადღების გადატანას.

თუმცა ომი ვერ იქნა თავიდან აცილებული. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მსხვერპლიც გაიღო ამ ომში, ეროვნულ-დემოკრატთა რაზმი იბრძოდა და თავად პარტიის ხელმძღვანელი პირები უკანასკნელ წუთამდე, სოხუმის დაცემამდე არ გამოსულან აფხაზეთიდან.

90-იანი წლების დასაწყისიდან, როგორც ცნობილია, გაჩნდა ეროვნული ფორუმის შექმნის იდეა, კერძოდ - 1990 წელს. მისი მიზანი იყო საბჭოთა სისტემის დემონტაჟი, ეროვნულ ძალთა გაერთიანება და ეროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბება. ეს იდეა, ცნობილი მიზეზების გამო, ვერ განხორციელდა. ეროვნულ-დემოკრატები მონაწილეობდნენ ეროვნულ კონგრესშიც, რომელიც 1990 წლის ოქტომბერში აირჩა და რომლის პრეზიდიუმშიც წარმოდგენილი იყო 7 ეროვნულ-დემოკრატი.

1991 წელს, თბილისში, ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, გიორგი ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ ქვეყანას ელოდა სამოქალაქო ომის საშიშროება, რომელსაც ხელისუფლების შიგნით არსებული დაპირისპირებები განაპირობებდა. აღნიშნული მოწოდება მან გააკეთა მრავალჯერ და საბოლოოდ, ციხიდან მიმართა ყველა ეროვნულ-დემოკრატს, რომ მზადდებოდა შეიარაღებული გადატრიალება და მოუწოდებდა თითოეულ პარტიის წევრს, არ მიეღოთ მონაწილეობა ძმათამკვლელ ომში. თუმცა სამოქალაქო ომი ვერ იქნა თავიდან აცილებული, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო მრგვალი მაგიდის შიგნით არსებულ, რუსეთიდან მართულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.

1992 წელს ეროვნულ-დემოკრატები მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში. იმავე წელს ჩატარებული პარტიის ყრილობაზე ედპ ღიად დაუპირისპირდა ქვეყანაში შეიარაღებული ფორმირებების უკანონო თარეშს და სახელმწიფოს მეთაურისგან ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილური გარემოს შექმნას მოითხოვა.

ეროვნულ-დემოკრატებს საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულება ჰქონდათ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი. მაშინ, როცა სამაჩაბლო და აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა, გიორგი ჭანტურია, უკვე მეორედ, ამ პრობლემის შესახებ აღნიშნავდა, რომ საკითხის სწორად გააზრებისათვის აუცილებელი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების ფაქტორის გათვალისწინება, და აქდან გამომდინარე, სწორი პოლიტიკის გატარება.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, როგორც პირველი მემარჯვენე ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართული იყო დასავლეთ ევროპისაკენ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი გიორგი ჭანტურია უკვე საკმაოდ სერიოზულ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. ედპ, 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 17 კაციან ფრაქციას ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ჭანტურია პიროვნულად არ მონაწილეოდა საპარლამენტო არჩევნებში, მთლიანად ჩაერთო პარტიის გაძლიერების საქმეში და ფართომასშტაბიანი პოლიტიკის წარმოებაში. 1992 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გაწევრიანდა მსოფლიო ქრისტიანულ-დემოკრატიულ ინტერნაციონალში, ხოლო გიორგი ჭანტურია გახდა ამავე ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. 1993 წელს გიორგი ჭანტურიასა და მისი ევროპელი თანამოაზრეების (მათ შორის, რუსეთის ქრისტიან-დემოკრატების) ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რომლის გენერალურ მდივნადაც 1994 წლის 25 ნოემბერს თავად იქნა არჩეული.

1993 წლის 9 მაისს, ეროვნულ-დემოკრატებმა აღადგინეს ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატი (აედ), რომლის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ედპ-ის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩუკი ქარდავა. ეს იყო, საქართველოში პირველი ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაცია.

1995 წელს, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატი (აედ) გახდა ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ხოლო 1998 წელს, აედ გაწევრიანდა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში. უკვე შემდგომ, ჩამოყალიბდა სტუდენტთა და მოსწავლეთა კავშირი "გრაალი", რომელიც გაერთიანებულია ევროპის დემოკრატ სტუდენტთა ორგანიზაციაში.

1992 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, როგორც აღვნიშნეთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოებრივ პროცესებში და ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს. თუმცა ეს პერიოდი პარტიის ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეტაპი; "დსთ შეცდომაა, დიდი შეცდომა. დსთ ჩვენი პოლიტიკური თვითმკვლელობაა" - საქართველოს დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებით, პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა ყველა დაკავებული თანამდებობა და რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდა. ეს იყო ყველასათვის გასაკვირი პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ეს იყო წმინდა სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელსაც არა ფარისევლობა, არამედ პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ედპ იყო ერთადერთი პარტია (რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად), რომელმაც დსთ-ში შესვლის სამარცხვინო ნაბიჯის გამო, ღია პოლიტიკური ბრძოლა გამოუცხადა მმართველ ძალას. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში, გიორგი ჭანტურია და მისი პარტია ერთადერთი ალტერნატიული, ეროვნული, პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან შემდგარი, პროგრესული ძალა იყო, რომელსაც შეეძლო სრული პასუხისმგებლობით აეღო ქვეყნის მართვის მძიმე ტვირთი.

გიორგი ჭანტურია 1994 წელს გამოვიდა ინიციატივით და მოუწოდა ჯანსაღ ეროვნულ ძალებს, შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც ხელში აიღებდა სახელმწიფოს მართვას და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოუწოდებს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, გაერთიანდნენ მოსალოდნელი (თუ უკვე მომხდარი) საფრთხის გამო და როგორც არცთუ ისე შორეულ წარსულში, კვლავ ერთად დავდგეთ, დავივიწყოთ წარსული წყენა თუ ერთმანეთისადმი მიყენებული გულისტკივილი" (1994 წლის 1 მარტი, გიორგი ჭანტურიას განცხადება). "ჩვენ მზად ვართ საკუთარ თავზე ვიწვნიოთ ერთიანი პოლიტიკური ძალის ბალანსის პერსპექტიული სიტკბო" (გაზ. ჯორჯიან თაიმსი, 1994 წლის 26-31 ივლისი).

1994 წელს გიორგი ჭანტურია ღიად დაუპირისპირდა საქართველოს იმჟამინდელ უშიშროების მნისტრს იგორ გიორგაძეს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და კონტრაბანდულ საქმიანობაში ამხილა. ჭანტურიამ მოითხოვა სახელმწიფო მეთაურისგან, ედუარდ შევარდნაძისგან, რათა მიეღო შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს განვითარება ეჭვქვეშ დადგებოდა.

1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.

ეს იყო პოლიტიკური ტერორი, რომელმაც შეაჩერა ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარება და ქვეყანის სხვლა დასავლური დემოკრატიის გზით.

გია ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტული აქტის ორგანიზებაში დღემდე ეჭვიმატილად რჩება საქართველოს იმჟამინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე.

ედპ აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1995 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მონაწილეობას იღებს ქვეყანის საპარლამენტო არჩევნებში და გაყავს 35 დეპუტატი.

1996 წელს შიდაპარტიული უთანხმოების გამო ედპ ორ ნაწილად გაიყო.

1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ედპ-მ გადალახა 7,61% და საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ საკრებულოში 430 დეპუტატი გაიყვანა.

1999 წელს პარტია გამოდის ახალი ინიციატივით და აყალიბებს ორ სახელისუფლო ცენტრისგან დამოუკიდებელ ალტერნატიულ პოლიტიკურ ალიანსს, "მესამე გზის" სახელით. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება რეალურად ვერ შედგა, რის შემდეგაც საპარლამენტო არჩევნებში პარტია ერთი სადეპუტატო მანდატით იყო წარმოდგენილი.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები არჩეულ იქნენ 6 რაიონული საკრებულოს ხელმძღვანელად, 2 ქალაქში მერად, ხოლო რესპუბლიკის მასშტაბით პარტიამ გაიყვანა 130 საკრებულოს წევრი.

2004 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას დაუბრუნდა პარტიის გაყოფის შემდეგ პარტიიდან გასულ ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფი, რის საფუძველზეც კვლავ მოხდა ედპ-ის გამთლიანება.

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა "ედპ-ტრადიციონალისტმა" მოიპოვა ერთი სადეპუტატო მანდატი მაჟორიტარი დეპუტატის სახით.

2005 წლის 21 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობამ თავმჯდომარედ აირჩია ბაჩუკი ქარდავა.

ედპ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.ndp.ge

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu