ეპილოგი
ვიკიპედიიდან
ეპილოგი (ბერძნულად epilogos) არის ლიტერატურული ან თეატრალური ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოკლედ გადმოცემულია მოქმედ პირთა შემდგომი ბედი ან განხილულია ნაწარმოების ზნეობრივი და ფილოსოფიური ასპექტები. თეატრალურ დრამაში ეს არის დასკვნითი მონოლოგი – მიმართვა მაყურებლისადმი ნაწარმოების შინაარსის შეჯამების, ახსნის, სწავლების მიზნით.