ევდემოზ II
ვიკიპედიიდან
ევდემოზ II (დიასამიძე), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1701-1705 წლებში. კათოლიკოსად ქართლის მეფე ერეკლე I-მა დააყენა, როგორც მისი პოლიტიკის მომხრე. 1705 წელს ვახტანგ VI-ის ინიციატივით საეკლესიო კრებამ ევდემოზ II გადააყენა და იმის ნაცვლად აირჩია ვახტანგის ძმა დამიანე ბაგრატიონი (საეკლესიო ტახტზე დომენტი IV).