დ’ესტე, ალფონსო (მონტეკიოს მარკიზი)
ვიკიპედიიდან
ალფონსო დ’ესტე (იტალ.: Alfonso d’Este) (* 10 მარტი 1527; † 1 ნოემბერი 1587) - მონტეკიოს მარკიზი 1534-1587 წლებში.
ალფონსო იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ალფონსო I-ის და მისი მესამე მეუღლის ლაურა დანტის († 27 ივნისი 1573) უკანონო ვაჟი და კასტელნუოვოს მარკიზის ალფონსინო დ’ესტეს ძმა.
1549 წლის 1 იანვარს მან იქორწინა ჯულია დელა როვერეზე († 4 აპრილი 1563), ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია I-ის ასულზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი ჩეზარე დ’ესტე.
1584 წელს ალფონსო დ’ესტემ მეორედ იქორწინა. ამჯერად ვიოლანტა სინაზე (1546-1609).