გაფრინდაშვილი, ნონა
ვიკიპედიიდან
ნონა გაფრინდაშვილი (*3 მაისი, 1941, ზუგდიდი) — ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი (1962-78). საკუთარი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.
1961 წელს 20 წლის ასაკში ფარინდაშვილი იმარჯვებს ქალთა მეოთხე კანდიადატთა ტურნირში და ტიტულისთვის მატჩში რუსი მსოფლიო ჩემპიონის ელისაბედ ბიკოვას წინააღმდეგ გამოდის. მატჩში ადვილად იმარჯვებს, რის შემდეგაც ოთხჯერ იცავს ტიტულს: სამჯერ ალა კუშნირის წინააღმდეგ (1965: 10-6; 1969: 12-7; 1972: 12-11) და ერთხელ თანამოძმე ნანა ალექსანდრიასთან (1975: 9-4). მან საბოლოოდ დათმო დედოფლის გვირგვინი 1978 წელს სხვა ქართველთან, 17 წლის მაია ჩიბურდანიძესთან, ანგარიშით 11-13 (+2-4=9).
კარიერის განმავლობაში გარინდაშვილი წარმატებით გამოდის მამაკაცთა ტურნირებში, იმარჯვებს რა ჰასტინგის ჩელენჯერთა ტურნირში 1963/4 წლებში, ხოლო 1977 წელს პირველი ადგილისთვის ყაიმს ამყარებს. 1978 წელს ის პირველი ქალი გახდა, რომელსაც საერთაშორისო გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა - ქალთა გროსმაისტერის ტიტულს 1962 წლიდან ფლობდა.