ბურჯანაძე, ნინო
ვიკიპედიიდან
ნინო ბურჯანაძე (დ. 16 ივლისი, 1964, ქუთაისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან. დაიბადა თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში.
[რედაქტირება] განათლება
- 1981 - დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
- 1986 - უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში.
[რედაქტირება] სამეცნიერო საქმიანობა
- 1990 - დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
- გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ საკითხებზე.
[რედაქტირება] სამსახურებრივი საქმიანობა
- 1991-დან - მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.
- 1991-92 - საქართველოს ეკოლოგიის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი.
- 1992-95 - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერეთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი.
- 1995-დან - საქართველოს პარლამენტის წევრი.
- 1995-98 - საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-99 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე.
- 2000-2001 - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
- 1995-1998 - დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი.
- 1999-2002 - ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე.
- 1998-2000 - არჩეული იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, 2000 წლიდან არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი.
- 2001, ნოემბერი - შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
- 2001, ნოემბერი – საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2004 წლის აპრილამდე).
- 2003, ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2004 წლის იანვრამდე).
- 2004, აპრილი - არჩეულია საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ.
შეცვალა: ედუარდ შევარდნაძე |
პრეზიდენტი (მოვ. შემსრ.) 2003–2004 (ნაწილ.) |
შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი |