ბიდარის ხეობა
ვიკიპედიიდან
ბიდარის ხეობა, ხეობა ჯვრის უღელტეხილის ჩრდილოეთ კალთაზე. შუა ნაწილში ვიწროა და ძლიერ დაქანებული, გამოზიდვის კონუსით შეჭრილია თერგის ხეობაში სოფ. კობთან. მდიდარია ჰიდროკარბინატული უხვდებიტიანი მინერალური წყაროებით. ბევრი მათგანი კიროვან ტუფებს ილექავს. ბიდარის ხეობა მაღალმთიანი კლიმატის ზონაშია, იცის ხანგრძლივი თოვლიანი ზამთარი, ხანმოკლე ზაფხული, უხვი ატმოსფერული ნალექები. ხეობის ფერდობებზე ალპური და სუბალპური მდელოებია. ზოგან დეკიანებია გავრცელებული.