ბესლანი
ვიკიპედიიდან
ბესლანი, ქალაქი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში. მდებარეობს ვლადიკავკაზიდან ჩრდილოეთით დაახ. 15 კმ.-ის მანძილზე.
ბესლანი დაარსებულია ბესლან თულატოვის (ოსურად ეს გვარი ჟღერს როგორც თულატტათი) მიერ 19 საუკუნის დასაწყისში. მოსახლეობა 40 ათასამდე ადამიანს შეადგენს.