ბანჯული
ვიკიპედიიდან
ბანჯული (1973 წლამდე ბათერსტი), გამბიის დედაქალაქი და საზღვაო ნავსადგური. გაშენებულია კუნძულ სენტ-მერიზე, მდინარე გამბიის შესართავში (დასავლეთი აფრიკა). დაახლოებით 34.388 ათასი მცხოვრები (2006). იგი გამბიის მეოთხე დიდი ქალაქია. დააარსეს ინგლისელებმა 1816 წელს (ეწოდა ბრიტანეთის კოლონიების მინისტრის ბათერსტის სახელი). 1965 წლის თებერვლიდან, გამბიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქია.