ბადრიჯანი ნიგვზით
ვიკიპედიიდან
ბადრიჯანი ნიგვზით – ქართული კერძი.
[რედაქტირება] მასალა
- ბადრიჯანი - 1 კგ,
- ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა,
- ნიორი - 2-3 კბილი,
- ზეთი - 1/2 ჩაის ჭიქა,
- ქინძი - 1 ჩაის კოვზი,
- ზაფრანა - 1 ჩაის კოვზი,
- მწვანილი - ნახევარი კონა,
- მარილი - გემოვნებით.
[რედაქტირება] დამზადების მეთოდი
- კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოსცილდეს, შიგ ჩააყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი.
- შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე.
- შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ.
- დანაყეთ ნიგოზი, შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და აგლისეთ ძმარში.
- ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური და ამ საკაზმით ამოავსეთ ბადრიჯანი.