აჰმედ-ფაშა, ჯაყელი
ვიკიპედიიდან
აჰმედ-ფაშა, ჯაყელი (― † 1758), ახალციხის ფაშა 174-1758, ისაყ I-ის ძე. აჰმედ-ფაშა სამთუღიანი ფაშა იყო და სულთნის ვეზირად ითვლებოდა.განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალციხის საფაშოში მაჰმადიანობის შემდგომ გავრცელებასა და მუსლიმანთა საკულტო ნაგებობების მშენებლობას. მისი განკარგულებით ააგეს ახალციხეში აჰმედის სახელობის დიდი მეჩეთი, რომელთანაც დააარსეს სასულიერო სასწავლებელი და ბიბლიოთეკა. მის დროს განსაკუთრებით გაუარესდა საქართველოს მდგომარეობა. ახალციხის ფაშა თვითონ აწესებდა იმერეთის სამეფოდან თურქებისათვის მისაყიდ ტყვეთა რაოდენობას. როცა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თურქებს ხარკი შეუწყვიტა, სულთან მუსტაფა III-ის დავალებით აჰმედ-ფაშა დაუკავშირდა არზრუმისა და ყარსის ფაშებს, დაღესტნელ ფეოდალებს და 1757 წლის 40-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთში. სოლომონმა ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის ჯარი . ამ მარცხის გამო სულთანმა აჰმედ-ფაშა თანამდებობიდან გადააყენა და ციხეში ჩასვა. აჰმედ-ფაშა ციხიდან გაიპარა, მაგრამ მალე ხელახლა დაატყვევეს და სულთანის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.