აქიუ
ვიკიპედიიდან
აქიუ, აფხაზ სპელეოლოგთა მღვიმე, კარსტული მღვიმე გუდაუთის რაიონში, დაბა ახალი ათონის მახლობლად, მდ. ფსირცხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მ 30 მ სიგრძის ვიწრო ხვრელით უერთდება 30 მ სიმაღლის მთავარ დარბაზს. სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით მორთული დარბაზების საერთო სიგრძეა 125 მ. აქიუში ნაპოვნია მღვიმური დათვის ძვლები.