აფხაიძე, შალვა
ვიკიპედიიდან
შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე (* 20 ივლისი, 1894, სოფ. ძუყნური, ახლანდელი ტყიბულის რაიონი ― † 19 თებერვალი, 1968, თბილისი), ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წლიდან იყო "ცისფერყანწელთა" ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ "მუშის" რედაქციაში, გამომცემლობა "ტექნიკა და შორომაში", იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი.
აფხაიძის პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა 1914 წელს, პირველი ლექსი - 1917 (ქუთაისის გაზეთ "მეგობარი"), პირველი კრებული "ლექსები" - 1941 წელს. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავია "ლექსები" (1949), "ერთტომეული" (1954), "გაზაფხულის მელოდიები" (1957), "გაზაფხულის განთიადები" (1963), "კრიტიკული წერილები" (1959) და სხვა.
აფხაიძე ავტორია მონოგრაფიებისა ლიტერატურისა და ხელოვნების ქართული მოღვაწეთა შესახებ ("ვერიკო ანჯაფარიძე", 1956; "სანდრო ახმეტელი", 1958; "აკაკი ხორავა" 1962 და სხვა). მანვე შეადგინა "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" (1957), თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხათა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.