ასკულუმთან ბრძოლა (ძვ. წ. 279)
ვიკიპედიიდან
ასკულუმთან ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
პიროსთან ომის ნაწილი | |||||||
რომის და ტარენტიუმის ომში მნიშვნელოვანი ადგილები |
|||||||
|
|||||||
მხარეები | |||||||
რომის რესპუბლიკა | დიდი საბერძნეთი, ეპიროსი | ||||||
მეთაურები | |||||||
პუბლიუს დეციუს მუსი | პიროსი ეპიროსიდან | ||||||
სიძლიერე | |||||||
40,000 მხედარი და ქვეითი, 300 სპილოს საწინააღმდეგო დანაყოფი | 40,000 მხედარი და ქვეითი, 20 საბრძოლო სპილო | ||||||
დანაკარგები | |||||||
6,000 | 3,500 |
პიროსთან ომი |
---|
ჰერაკლიუმი – ასკულუმი – ბენევენტუმი |
ასკულუმთან ბრძოლა იყო პიროსსა და რომს შორის მეორე ბრძოლა. ბრძოლამ ორი დღე გასტანა, საბოლოოდ პიროსმა გაიმარჯვა, თუმცა დაკარგა თავისი ძალების დიდი ნაწილი. სწორად ამ ბრძოლიდან წარმოიშვა გამოთქმა "პიროსის გამარჯვება"
სექციების სია |
[რედაქტირება] წინაისტორია
ჰერაკლიუმის ბრძოლის შემდეგ მეტოქეებმა უკვე საკმარიდან კარგად გაიცნეს ერთმანეთი. რომაელებმა იცნოდნენ პიროსის ყველაზე საშიში იარაღის - საბრძოლო სპილოების შესახებ, პიროსმა კი სათანადოდ შეაფასა რომაელთა ბრძოლისუნარიანობა. პიროსში, როგორც კარგ მხედართმთავარში, მებრძოლმა რომაელებმა დიდი სიმპატია გამოიწვიეს და მან ყველა ხერხით სცადა თავიდან აეცილებინა შემდგომი სისხლისღვრა, დაესრულებინა ომი და გამხდარიყო ამ ხალხის მოკავშირე, მაგრამ რომაელებმა მიუხედავად წაგებისა არ ისურვეს დანებება და ფარხმალის დაყრა, სანამ პიროსი იტალიის მიწაზე რჩება. ამრიკად მეორე ბრძოლა მეტოქეებს შორის გარდაუვალი გახდა.
[რედაქტირება] ბრძოლის მიმდინარეობა
მეორე ბრძოლა ქალაქ ასკულუმთან გაიმართა. რომაელებმა პიროსი აიძულეს დაბლობიდან მდინარის ტყიან ნაპირზე გადასულიყო, საიდანაც სპილოები ვერ მოახერხებდნენ თავდასხმას. ბრძოლა ღამემდე გაგრძელდა და გაურკვეველი იყო გამარჯვებული.
მეორე დღეს პიროსმა შეძლო დაბლობზე გადმონაცვლება. ყველაზე სუსტ ადგილებში ყარაული დააყენა, სპილოებს სორის მან შუბოსნები და მშვილდოსნები ჩააყენა, და სწრაფად შეუტია რომაელებს. რომაელებმა ვერ შეძლეს ფლანგიდან შეტევა, როგორც წინა ბრძოლაში და პირისპირ შეხვდნენ მეტოქეს და სცადეს მძიმე ქვეუთების დამარცხება, სანამ მათ სპილოები არ მოეშველებოდნენ. პიროსმა კი სპილოებით შეუტია რომაელებს და უკუაქცია ისინი. რომაელები გაიქცნენ ბანაკში. ამ დღეს დაიღუპა 6000 რომაელი და 3500 ბერძენი.
მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსს ისეთი დანაკარგები ჰქონდა, რომ ომის ასე გაგრძელებას იგი ვეღარ შეძლებდა. ისტორიაში შევიდა მის მიერ წარმოთქმული ფრაზა "თუ კიდევ ერთხელ ასე გავიმარჯვებთ რომაელებთან, საბოლოოდ დაიღუპებით". დაიღუპა მის მიერ ჩამოყვანილი ჯარების დიდი ნაწილი და მისი მიახლოვებული მხედართმთავრები.
[რედაქტირება] შედგები
ამ ბრძოლაში პიროსმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ომის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. მისთვის ცხადი იყო რომ იტალია უნდა დაეტოვებინა. პიროსისთვის საბედნიეროთ ამ დროს მას სიცილიელმა ბერძნებმა სთხოვეს დახმარება კართაგენის წინააღმდეგ, რითაც პიროსს საშუალება მიეცა იძულებითიდახევა სიცილიისთვის დახმარების მოტივით აეხსნა.