არისიმა ტაკეო
ვიკიპედიიდან
არისიმა ტაკეო (* 4 მარტი, 1878 ― † 9 ივნისი, 1923), იაპონელი მწერალი. წარმოშობით არისტოკრატი. გატაცებული იყო ძენბუდიზმით, შემდეგ - ქრისტიანობითა და ტოლსტოის მოძღვრებით. გაეცნო კროპოტკინის, კაუცკის, ენგელსის შრომებს. სიცოცხლის მიწურულში ამტკიცებდა სოციალისტური რევოლუციის გარდაუვალობას. 1922 თავისი მიწები გლეხებს დაურიგა. 1923 წელს თავი მოიკლა.
მისი ნაწარმოებებია რომანი "ქალი" (1913-1919) და ნოველა "კაენის შთამომავალი" (1917). არისიმა ტაკეოს შემოქმედების მთავარი თემაა საზოგადოებისაგან გარიყული ამაყი ადამიანის ცხოვრება. მისი განდგომილი გმირების ამბოხი მარტოკაცის უნაყოფო პროტესტია. ბოლო წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა პუბლიცისტიკას.