ამირა
ვიკიპედიიდან
ამირა (არაბულად: أمير მეთაური, მმართველი, თავადი) არაბულ, შუა აზიის და ჩრ. აფრიკის მუსლიმ ხალხებში სათავადაზნაურო ტიტულია.
- თავდაპირველად იგი, როგორც საპატიო ტიტული, ენიჭებოდა მუჰამედის შთამომავლებს (მისი ქალიშვილის ფატიმა ზაჰრას შტო). საუკუნეების განმავლობაში ტიტულმა პირვანდელი დატვირთვა შეიცვალა და როგორც სათავადაზნაურო ტიტული, გამოიყენებოდა ბედუინთა მეთაურების (არაბეთი) და წარჩინებულთა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ (ოტომანთა იმპერია).
- ფორმალურად სიტყვა "ამირა" გამოიყენება მექას მოსალოცად (ჰაჯი) მიმავალ მუსლიმთა ჯგუფის მეთაურის ("ამირ ჰაჯი") აღსანიშნავადაც.
- "ამირ ალ-მუმინინ" ( "მართლმორწმუნეთა მეთაური" ) ხალიფა ომარის შემდეგ ხალიფათა საპატიო ტიტულად იხმარებოდა.
- "ამირ ალ-უმარა" ("მეთაურთა მეთაური") აბასიდების მმართველობის ხანაში მხედართმთავრის ტიტული, ხოლო ოტომანთა იმპერიაში კი "გუბერნატორის" შესატყვისი იყო.