ალხაზიშვილი, ილია
ვიკიპედიიდან
ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (* 16 ნოემბერი, 1853, სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― † 27 იანვარი, 1921, თბილისი), ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლსმდე პროვიზორად მუშობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა "ბუნება და ცხოვრება" (1897), "მტკვარი, ოროხი, რიონი" (1912-1914), "სამკურნალო მცენარენი საქართველოში" (1899), "ვარძიის მონასტერი" და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები", 1913; "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია", 1915; "ბუნების ლექსიკონი", 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში - ქართული გიმნაზია.