ალკოჰოლური სასმელი
ვიკიპედიიდან
ალკოჰოლური სასმელი ეთანოლის შემცველი სასმელია. ალკოჰოლის გაყიდვა და გამოყენება ქვეყანათა უმრავლესობაში იზღუდება.
ეთანოლი (CH3CH2OH) ალკოჰოლურ სასმისებში თითქმის ყოველთვის ფერმენტაციის საშუალებით მიიღება, რაც ჰიდროკარბონატების (როგორც წესი, შაქრის) მეტაბოლიზმია საფუარი სოკოს ზოგიერთი ნაირსახეობის მეშვეობით უჟანგბადო გარემოში. ამ პროცესს გამოხდას უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ ქიმიაში ალკოჰოლი საერთო ტერმინია ნებისმიერი ორგანული შენაერთისა, რომელშიც ჰიდროქსილის ჯგუფი (-OH) ეჯაჭვება კარბონიუმის ატომს, რომელიც თავის მხრივ ებმის სხვა წყალბადისა და/ან კარბონიუმის ატომებს. სხვა ალკოჰოლები, როგორიცაა პროპილენის გლიკოლი და შაქრის ალკოჰოლები შეიძლება აღმოჩნდეს საკვებსა და სხვა სახის სასმელებში, თუმცა ეს ალკოჰოლები მათ ალკოჰოლურს არ ხდის.
ალკოჰოლური სასმელები 50%-ზე მეტი ეთანოლის შემცველობით ადვილად აალებადია.