აკადემია
ვიკიპედიიდან
აკადემია უმაღლესი სასწავლებლის აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც მომდინარეობს პლატონის მიერ დაფუძნებული ფილოსოფიის სკოლიდან, ათენში, დაახლოებით ძვ.წ. 385 წელს.
სანამ აკადემია სკოლა გახდებოდა ის ძველი ათენის კედლებს გარეთ არსებული ზეთისხილის ბაღი იყო -- წმინდა ადგილი ათენელთათვის. ამ ადგილის არქაული სახელი იყო ჰეკადემია, რომელიც კლასიკურ ხანაში აკადემია-დ გარდაიქმნა დაახ. ძვ.წ. მე-6 საუკუნეში, დაუკავშირდა რა ეპიკურ ათენელ გმირს, ლეგენდარულ აკადემოსს.
აკადემიის ბაღი ქალღმერთი ათინასა და სხვა უკვდავთათვის მიძღვნილი წმინდა ადგილი იყო; ეს ასევე იყო ადგილი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული რელიგიური კულტისა, რომელსაც გმირ-ღმერთებს დიოსკურელებს უკავშირებენ. დიოსკურთან ასოციაციის გამო სპარტანელები "აკადემიის ბაღს" ხელუხლებელს ტოვებდნენ ატიკაზე შემოსევების დროს, განსხვავებით რომაელი სულასგან, რომელმაც ძვ.წ. 86 წელს ერთიანად გაჩეხა წმინდა ხეთისხილის ხეები ნაღმსატყორცნების ასაგებად.